ციხისძირში ხეების გადაბელვას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებს. მერაბ ცინცაბაძის განცხადებით, ევკალიპტის გაჩეხვა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. ოპოზიციური პარტიის წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს მიმართავს და საქმით დაინტერესებას თხოვს.
ქობულეთის გამწვანების სამსახურის უფროსს ხეების გადაბელვის ნებართვა აქვს. ვახტანგ ნემსაძემ ამბობს, რომ ტოტებს გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისთვის ჭრიან. მანვე დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც სამსახურს, სამუშაოებთან დაკავშირებით, გზაზე ცალმხრივად მოძრაობის შეფერხების უფლებას აძლევს. მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე პროცესს თვალს ადევნებს და განმართავს, რომ ის უკანონო არ არის.