საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა ჯარიმა გადაიხადოს

15 აგვისტო 2016, 00:00 2641 ნახვა

“საზოგადოებრივი მაუწყებლის თითოეული თანამშრომელი მზადაა საკუთარი ხელფასიდან გადაიხადოს სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმა ამ ანტიეროვნული კლიპის არ გაშვების სანაცვლოდ”_განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირი ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს. განცხადებაშია ნათქვამია, რომ მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომ განიხილონ აღნიშნული საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი