სასულიერი პირის საქმე

28 მარტი 2017, 20:00 786 ნახვა

ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. დაკავებულის უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ  სწორედ ამის გამო ითხოვდნენ დეკანოზის მიმართ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების  გამოყენებას. თუმცა, მოსამართლემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ფანცულაიას მტკიცებით,  დაცვის მხარემ დაასაბუთა, რომ დეკანოზის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არსებობს. 

ამავე კატეგორიაში