პირველი ქართული დელეგაცია უვიზოდ საბერძნეთში გაემგზავრა. რეისი 13/40-ის მგზავრები საქართველოს პრემიერ მინისტრი, მთავრობის წევრები, სტუდენტები, მეცნიერები და ბიზნესმენები იყვნენ. ,,ანაკლიიდან პირეოსამდე კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე“ კონფერენცია პრემიერ მინისტრმა გახსნა. მან საქართველოს ევროპულ გზაზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ის შემთხვევით არ იმყოფება საბერძენთში და საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს სწორედ ათენი წარმოადგენს. კონფრენციის შემდეგ კი მთავრობის მეთაური ბერძენ კოლეგას შეხვდა. ალექსის ციპრასისგან გიორგი კვირიკაშვილმა პირადად მიიღო მილოცვა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრებმა მზაობა გამოთქვეს, კიდევ უფრო გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები.
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირში ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაკვეთეს. ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პირველი, ისტორიული რეისი პოლონეთის მიმართულებით შესრულდა. ვარშავას გარდა, პირველად უვიზო მგზავრები მიიღეს ბუდაპეშტში, სალონიკსა და ლარნაკაში.