შეზღუდვები ელექტრო მომარგებაზე

27 მარტი 2017, 20:00 859 ნახვა

''ენერგოპრო-ჯორჯიას'' ინფორმაციით, ხვალ, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, ბათუმში, 11-დან 18 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება ფარნავზ მეფის, გენერალ მაზნიაშვილის, თაბუკაშვილის, მესხის, სვიშჩევსკისა და ჯავახიშვლის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს შეუწყდებათ.   ქობულეთში, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების ნაწილსა და ფიჭვნარის დასახლებაში მცხოვრებლებს, 11-დან 17 საათამდე, დროებით შუქი გაეთიშებათ. ხელვაჩაურში 10-დან 18 საათამდე, ხეყრუსა და ზედა ახალშენს, ასევე, მაღალმთიან აჭარაში   11-დან 14 საათამდე სოფელ გულებსა და დაბა ქედის ნაწილს, 11-დან 18 საათამდე კი სოფლებს უჩხითს, ხახულსა და მერისს ელექტროენერგია შეეზღუდებათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი