ადვოკატების საჩივარი

26 მარტი 2017, 20:00 245 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 25 მარტს  მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დაკავებულების ადვოკატები ასაჩივრებენ. ისინი აცხადებენ, რომ სასამართლოს მტკიცებულებები არ აქვს. ერთერთი დაკავებული, წინასწარ პატიმრობაში მყოფი გოდერძი გორგილაძე ამ დრომდე შიმშილობს. მის მონახულებას  სახალხო დაცველის წარმომადგენელი გეგმავს. ბრალდებულ მალხაზ ბერიძის ადვოკატი დავით ჯაფარიძე, რომელიც ამავე საქმეზე  დაკავებული კიდევ 3 პირის ინტერესებს  იცავს,  აცხადებას, რომ სააპელაციო სასამართლომ 3 ბრალდებულის  სარჩელი არ დააკმაყოფილა. 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე 18 პირია დაკავებული.

ამავე კატეგორიაში