ბათუმის 30-ე საბავშვო ბაღში მემორანდუმი გაფორმდა

26 მარტი 2017, 20:00 1041 ნახვა

დღეს, ბათუმის 30-ე საბავშვო ბაღში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბათუმის თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი  ზაალ მიქელაძემ და  გიორგი ერმაკოვმა მოაწერეს. 
    მემორანდუმი საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკურ შემოწმებასა და ჰელმინთებზე ლაბორატორიულ კვლევას ითვალისწინებს. საჭიროების შემთხვევაში, სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩატარდება. პროგრამით ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ისარგებლებენ, სულ 7 460 ბავშვი. პროგრამით,  წლის განმავლობაში,  რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია და სხვა გამოკვლევები განხორციელდება. პროექტზე ვალდებულებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იღებს, ბათუმის მერია კი ღონისძიებების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და   აღსაზრდელთა მობილიზაციაზე იქნება პასუხისმგებელი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი