ე.წ. აფხაზური პასპორტების გაცემა დღეიდან განახლდება

26 მარტი 2017, 20:00 858 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ ასლან კობახიას განცხადებით, ე.წ. აფხაზური პასპორტების გაცემა დღეიდან განახლდა. მისი თქმით, დოკუმენტების გაცემა ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წინ შეწყდა.  დე-ფაქტო ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანს ექნება ახალი ე.წ. პასპორტი. ასლან კობახიას განმარტებით, უახლოეს დღეებში, უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრებენ, „მაცხოვრებლის სტატუსის" აღმნიშვნელი ბლანკების გაცემა დაიწყება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი