ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა

26 მარტი 2017, 20:00 969 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.  საარჩევნო უბნები თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 20 საათზე დაიხურა. სულ დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე, 22 საარჩევნო ოლქში 96  უბანი მოქმედებდა. ე.წ. სახალხო ყრილობის 22 ადგილისთვის 44 კანდიდატი იბრძოდა. არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ელექტორატის აქტივობა 49,3 % -ს შეადგენდა. ხმის დათვლის შედეგებს დღის მეორე ნახევარში გამოაცხადებენ.   წინასწარი შედეგების თანახმად, გამარჯვებულები 20 ოლქში გამოვლინდნენ. 12 მარტს ჩატარებული დეფაქტო არჩევნების პირველ ტურში კი 12-მა დეპუტატმა გაიმარჯვა. 1 ოლქში დაბალი აქტივობის გამო ე.წ. განმეორებითი არჩევნები მაისში გაიმართება. 
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევად აფასებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთვან ციხელაშვილი. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მტკიცე პოზიციის დაფიქსირებას  საპარლამენტო ოპოზიციაში ითხოვენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი