ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 91%-იანი წილის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები ხვალიდან ტელეკომპანიის თანამშრომლებთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში გადადიან. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ლევან ყარამანიშვილის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელდა.წილის მფლობელები მათ მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების „რუსთავი 2“ის ეთერში გაშუქების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.“ხელახლა, უცვლელად ვავრცელებთ ჩვენს გუშინდელ განცხადებას სადაც ხაზს ვუსვამთ, რომ არანაირი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა აღნიშნულია განცხადებაში არ განიხილება.შეგახსნებთ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას. ნიკა გვარამია ამბობდა რომ არხის თანამშრომლები ახალ შპს „რუსთავი 2-ის გუნდს“ დააფუძნებენ, რომელიც ლევან და გია ყარამანიშვილებისგან აქციათა საკონტროლო პაკეტს მიიღებს.