საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში პირველ გამარჯვებას ქედის ბეთლემმა მიაღწია. გუნდმა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3 :0 - სძლია მასპინძელთა შემადგენლობიდან გოლები ამირან აბუსელიძემ და ზაზა ტუღუშმა გაიტანეს. მომდევნო ტურის მატჩს ქედის ბეთლემი 2 აპრილს თერჯოლის საპოვნელასთან გამართავს.