საქართველოს მთავრობა სამშენებლო მოთხოვნებს ამკაცრებს – დეველოპერები კი პროდუქტზე ფასების ზრდას უკვე პროგნოზირებენ. მშენებლების გათვლით ტექნიკური უსაფრთხოებისათვის დამატებითი ხარჯი საცხოვრებელი ფართის თვითღირებულებაზე აისახება, რაც ბინების გაძვირებას გამოიწვევს. საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილებით საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე – სამშენებლო ნებართვის გაცემა მკაცრდება.მშენებლებსა სახანძრო უსაფრთხოებისთვის უწვადი სადენებისა და 1 დან ორ საათამდე ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალების გამოყენება მოუწევთ, გარდა ამისა სამ სართულზე მაღალ შენობას ორი კიბე მოეთხოვება, – 37- მეტრზე ზემოთ კი კორპუსებს დამატებით ორი ლიფტი უნდა ჰქონდეს.ახალი რეგულაციები ძალაში შევიდა. სამშენებლო ნებართვის მსურველთა რიცხვი უკვე შემცირდა.