ჩოლოქის დასახლებაში წყალსადენი სისტემა მონტაჟდება. პროექტის ფარგლებში ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი მოეწყობა, ასევე აბონენტთა გამრიცხველიანება მოხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ 120 -მდე აბონენტს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 322 ატას 872 ლარი დაიხარჯება.ჩოლოქის დასახლებაში წლებია წყლის მიწოდების ერთიანი სისტემა არ არსებობდა.