სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა. იგი ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებულ სამ პირს შეხვდა.ციალა ქათამიძის თქმით დაკავებულებმა მასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ერთ-ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.„იგი ერთხელ იყო დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე და 5-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. აღნიშნულ პირს პრეტენზიები აქვს გამოძიებასთან“, - აცხადებს ციალა ქათამიძე.ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის წესით, წუხელ სამი პირი დააკავეს. რამდენიმე დღის წინ კი, იგივე ბრალდებით 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.