მაჟორიტარი დეპუტატობის განახლებული შემადგენლობა აჭარაში ნაცნობი სახეებით დაკომპლექტდა. ,,ქართული ოცნების” მიერ დასახელებულ კანდიდატთა უმრავლესობას შეიძლება ითქვას პოლიტიკურ სარბიელზე გამოცდილება აქვთ. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი წევრია. ვინ რა გეგმით აპირებს მუშაობას მომავალი 4 წელი მე-9 მოწვევის პარლამენტში და რა დამსახურების გამო გამოუცხადა მათ ხელისუფლებამ ნდობა მეორედ?