პრემიერ-მინისტრი ლონდონის ტერაქტზე

22 მარტი 2017, 20:00 964 ნახვა

„შეშფოთებული ვარ ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. მჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას. 21-ე საუკუნეში ვერ გაიმარჯვებს ადამიანისა და პროგრესის წინააღმდეგ მიმართული ბოროტება“, - ნათქვამია საქართველოს  პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, 
ლონდონში მომხდარ ფაქტს ეხმიანება და ტერორიზმის ნებისმიერ ფორმას გმობს საქართველოს პრეზიდენტი. „შეძრწუნებული ვარ ვესტმისტერის სასახლესთან მომხდარი ტერორისტული ინციდენტის გამო. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ ფორმას და თანადგომას ვუცხადებთ გაერთიანებულ სამეფოს“ - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი ის პოლიციელია, რომელიც თავდამსხმელმა დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ტერაქტი ერთმა ადამიანმა განახორციელა. ბუკინგემის სასახლესთან მთელი ღამის განმავლობაში გაძლიერებული იყო დაცვა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი