ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა. არაოფიციალური ინფორმაციით, 55 წლამდე ასაკის მამაკაცი მშენებარე კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს