ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესები გრძელდება. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ზაზა ცინცაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. მისი განცხადებით, საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა.
„დაკავების დროს იუსტიციის სახლთან ვიმყოფებოდი. არ ვილანძღებოდი. 4 საათზე გამოვედი და 6 საათზე დამაკავეს. სპეცრაზმი რომ დავინახე, უკან დავბრუნდი. დაკავებისას წინააღმდეგობა არ გამიწევია. სრულიად უდანაშაულო ვარ", - აცხადებს ზაზა ცინცაძე.
კიდევ ერთ პირს რომან საგინაძეს დღეს სასამართლომ ჯარიმა 100 ლარის ოდენობით შეუფარდა.