პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს.
გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისთვის ორი ძირითადი შეთავაზება აქვს: პირველი: ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იყოს, მეორე სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე უზრუნველყოს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები არ გაიზიარა.