ოლადაურში სასოფლო ბიბლიოთეკა გაიხსნა

21 მარტი 2017, 20:00 1033 ნახვა

ოლადაურში სასოფლო ბიბლიოთეკა გაიხსნა. დაწესებულებას შუახევის კულტურის ცენტრის  ბიბლიოთეკის სარეზერვო ფონდიდან კლასგარეშე ლიტერატურა, დაახლოებით 500 წიგნი გადაეცა.
    შუახევის კულტურის ცენტრი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, მარტის ბოლომდე სოფელ  ბარათაულის ბიბლიოთეკების აღდგენას გეგმავს. წლის ბოლომდე დაწესებულებებში ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებენ და ბიბლიოთეკარებს გადამზადებენ.  
    2007 წელს მუნიციპალიტეტში 43 საჯარო ბიბლიოთეკა გაუქმდა.
 

ამავე კატეგორიაში