ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ კონკურსებსა და სტაჟირების პროგრამაზე მომავალ ჟურნალისტებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ესაუბრა. ნათია კაპანაძემ ხელოვნების სასწავლო უნივერისტეტის მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს დეტალურად გააცნო ის შესაძლებლობები, რასაც მათ საზოგადოებრივი მაუწყებელი სთავზობს. მან, ასევე, შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ტელევიზიის პოლიტიკას, გადაცემებსა და მათ ფორმატს ეხებოდა. მომავალი ჟურნალისტები კონკურსებსა და სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობას გეგმავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან მუშაობის ღიაობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.