აჭარაში არსებული სოციალური სახლების შესახებ განცხადება გააკეთა უმაღლესი საბჭოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“. გიორგი დიასამიძის თქმით, ეკომიგრანტებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის აგებული სახლები საცხოვრებლად უვარგისია. მოქალაქეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. დიასამიძის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როცა საცხოვრებელს ოჯახს არ გადასცემენ და ისინი წლების განმავლობაში ალტერნატიულ ფართს ელოდებიან. უმაღლესი საბჭოს წევრმა აჭარის მთავრობას მოუწოდა, გამკაცრდეს ასეთი ტიპის ობიექტების ჩაბარების კონტროლი და აშენებული ფართები მოქალაქეებს დროულად გადაეცეს .