საქართველოს სახელით დღეს რიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ქართველი სპორტსმენი გამოვა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 75 კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ დათუნაშვილი იასპარეზებს. მესამე ადგილისთვის შეხვედრები საქართველოს დროით 01:00-დან ორის ნახევრამდე, ხოლო ფინალი 01:30-დან 02:00 საათამდე გაიმართება.