რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები იწყება

19 მარტი 2017, 20:00 814 ნახვა

 რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები იწყება.  ხვნა-თესვისთვის გათვალისწინებულ ბარათებს ფერმერები წელს ვეღარ მიიღებენ. გადაწყვეტილება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო. 
    პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო მცირემიწიან ფერმერებს „ხვნის ბარათებით“ ეხმარებოდა. ბარათებზე აგროქულები ირიცხებოდა და ფერმერები მათ საჭიროების შესაბამისად იყენებდნენ. მოსახლეობის განცხადებით, ეს სოფლად მცხოვრებთათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იყო, რადგან ბარათზე დარიცხული ქულებით სხვადასხვა ტიპის პროდუქციას ყიდულობდნენ. მათი თქმით, ხვნის ბარათების გაუქმება საგაფახულო სამუშაოებზე აისახება. 
    სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ  დროებითი პროგრამის მიზანი, რამდენიმე წლის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების წახალისება და დარგის სტიმულირება გახლდათ. სააგენტოში განმარტეს, რომ პროგრამის პირობებისა და მისი შეწყვეტის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იყო.  პროგრამის გაგრძელებას სააგენტო ამ ეტაპზე არ გეგმავს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის  6 მიზნობრივი პროექტი ხორციელდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი