საქართველოს შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია

19 მარტი 2017, 20:00 713 ნახვა

საქართველოს ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები სტუმრობენ. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უცხოელ სტუმრებს ხვალ შეხვდება. 
    ვიზიტის ფარგლებში  აუდიენციები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან  და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან არის დაგეგმილი.  ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსა და არასმტავრობო ორგანზიაციების წევრებსაც შეხვდებიან. 

ამავე კატეგორიაში