„კაჭრეთში, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზეც ისაუბრეს“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი. თამარ ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ვახტანგ ხმალაძის მიერ წარმოდგენილ ვერსიაზე იმსჯელეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ კონკრეტულ მოდელზე ან ვერსიაზე გადაწვეტილება არ მიუღიათ. ეს საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში მოხდება.