ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. კიდევ 3 პირის პროცესი დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.
დაახლოებით 80 პირს გამოძიება სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
სასამართლომ 45 ადმინისტრაციულ საქმეზე უკვე იმსჯელა, აქედან 7 შემთხვევაში 5-დღიანი პატიმრობა გამოიყენა, 21 პირი კი 250-250 ლარით დააჯარიმა, რამდენიმე პროცესი გადაიდო. გადადებულია ჯიმი ვარშანიძის და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეების განხილვაც. ისინი, პოლიციელისთვის შეურაცხუყოფის მიყენების მიზეზით, 11 მარტს დააკავეს.