ბათუმის მერიის განცხადება

19 მარტი 2017, 20:00 837 ნახვა

ბათუმის მერია ეკომიგრანტი ოჯახებისთვის, ახლადაშენებულ სოციალურ სახლში ბინების განაწილების მიზნით ,  20 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით, განაცხადების მიღებას იწყებს. 
    განაცხადები  ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე დაზარალებული და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული ბენეფიციარებისგან მიიღება. 
   განაცხადის შევსების მსურველებმა თან უნდა იქონიონ გეოლოგიური დასკვნა და ოჯახის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 
    დაინტერესებულმა პირებმა   ბათუმის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულს უნდა მიმართონ. დამატებითი ინფორმაცია   ნომერზე (0422) 246302.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი