დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი

18 მარტი 2017, 20:00 808 ნახვა

7 საათზე დაიწყება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკავებული 9 პირის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის სხდომა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში, ასევე განყოფილებებში, ამ დროისთვის 15 პირი იმყოფება. აქედან 6-ს პატიმრობა აქვს აღკვეთის სახით შეფარდებული, ერთი კი გირაოს სანაცვლოდაა განთავისუფლებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლის სხვადასხვა ნაწილით მიმდინარეობს, რაც მასობრივ არეულობას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, პოლიციელზე და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმას გულისხმობს. რამდენიმე წუთის წინ დატოვეს წინასწარი დაკავების იზოლატორი სახალხო დამცველის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი