ახალი მეწყრული კერა

18 მარტი 2017, 20:00 953 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში ახალი მეწყრული კერა ოთხი დღის წინ გააქტიურდა, რამაც საფრთხე ავთანდილ მახარაძის ექვს წევრიან ოჯახს შეუქმნა. აქ მცხოვრებლები სოფლიდან განსახლებას მოითხოვენ. მოსახლეობის მტკიცებით სოფლის ქვეშ გვირაბის გაყვანის შედეგად საცხოვრებელმა სახლებმა დაშლა დაიწყო, ადგილობრივები ჰესების მშენებლობის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას და რეალურ კომპენსაციებს მოითხოვენ. შუახევის გამგებლის მოადგილის ზვიად დიასამიძის განცხადებით მახალაკიძეებში მცხოვრებთა მდგომარეობა უკვე შესწავლილია, მოსალხეობის ნაწილს კომპენსაცია მიღებული აქვთ, დარჩენილ ოჯახებთან მოლაპარაკება გრძელდება, რაც შეეხება დამეწყრილ ტერიტორიას, აღნიშნულ ლოკაციაზე ფერდსამაგრი სამუშაოები ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი