ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. დაკავებულს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით აქვთ წარდგენილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით ითვალისწინებს. ასევე ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით , ეს მუხლი ბრალდებულს პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში ედავება რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.დაკავებულის მონახულებას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე აპირებს.გუშინ დააკავეს 8 მოქალაქე, ორი დღის წინ კი 6. გამოძიებამ სისხლის სამართლის მიხედვით ბრალი ჯამში 16 პირს წაუყენა.