21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით , საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დღეს გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-19 გრადუსი იქნება, ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს კვლავ იწვიმებს. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, 20 მარტს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება, 21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით კი საქართველოში, მათ შორის თბილისში უნალექო და მზიანი ამინდი იქნება. ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს.