11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 8 მოქალაქე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. რაც მასობრივ არეუოლობას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ასევე პოლიციელზე და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმას გულისხმობს.