დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

17 მარტი 2017, 20:00 803 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11-12 მარტის მოვლენებში ბრალდებულ 5 პირს გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა  პროკურორების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულები გენადი მამულაძე, მინდია ბერიძე, გიორგი ბერიძე, კახა მახარაძე და ლაშა დეკანაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მათ ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, პოლიციელებზე, მათ სამსახურებრივ შენობაზე, სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა ედებათ. მოსამართლემ არცერთი ადვოკატის შუამდგომლობა გირაოზე, არ დააკმაყოფილა. წინასწარი სასამართლო სხდომა 8 მაისს ჩაინიშნა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი