გომარდული ვიზიტორების მოლოდინში

17 მარტი 2017, 20:00 879 ნახვა

“კურორტი გომარდული ტურისტების მიღებას მომდევნო წელს შეძლებს” - აცხადებს სააქციო საზოგადოების წევრი ხვიჩა შარაშიძე, რომელიც უმაღლეს საბჭოში შუახევის მაჟორიტარი დეპუტატიცაა. მისი ინფორმაციით აქციონერებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და ინვესტორებს ყადაღა უახლოეს დღეებში მოეხსნებათ. გომარდული  ექვსი წლის წინ გაიხსნა და  ვიზიტორების მიღება მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო. გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. თანხის გადაუხდელობის გამო კი სააქციო საზოგადოების ქონება 600 ათასი ლარით დაყადაღებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი