რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. როგორც სუს-ში აცხადებენ, მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. დამატებით დეტალების თაობაზე სუს-ში არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაკავებულები გალის იზოლატორში არიან გადაყვანილნი.ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა სოფელ რუხში რუსმა ოკუპანტებმა თევზაობის დროს, გუშინ დააკავეს. მათთან ერთად კიდევ ერთი ადგილობრივი იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა.