“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხულოს გამგებელს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

15 მარტი 2017, 20:00 749 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხულოს გამგებელს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისთვის ყოველთვიურად 750 ლიტრი საწვავია გამოყოფილი,  რაც მისი თქმით არამიზნობრივია.  
ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესიკ ბაუჩაძეს მოუწოდებს აღნიშნული თანხები სოციალურად დაუცველებს მოახმაროს. 
ოპონენტთა ბრალდებას ხულოს გამგებელი უსაფუძვლოს უწოდებს.

ამავე კატეგორიაში