პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი დილიდან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინა წელთან შედარებით, წელს 3-ჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა. ასევე, ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი და გამოვლინდა სამართალდარღვევის 221 ფაქტი. 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, არაერთ საჯარო და კერძო ორგანიზაციას დაევლა მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების გატარება.