მერაბ ღოღობერიძე 11 მარტის მოვლენებზე დასაკითხად ჯერ არ დაუბარებიათ, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მზად არის, გამოძიების კითხვებს უპასუხოს. რამდენიმე დღეა აქტიურად სუაბრობენ, რომ ღოღობერიძე 11 მარტის აქციის სავარაუდო ორგანიზატორია. თუმცა, ის ამას საზოგდოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოსთან კატეგორიულად უარყობს.
აქციამდე რამდენიმე დღით ადრე მერაბ ღოღობერიძემ ბათუმში საპატრულო პოლიციასთან აქცია გამართა და უწყების ხელმძღვანელ კახა ბუხრაძის გადადგომა მოითხოვა.