კიდევ ერთი ბრალდებული, ზაზა ქოქოლაძე ბრალდების მხარის სიტყვას დაეთანხმა და დანაშაული აღიარა.
ქოქოლაძის და ნარიმან ლომინაძის საქმეები გაიყო, რადგან ლომინაძის შემთხვევაში მოსამართლემ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვა. მისი სხდომა ხვალისთვის გადაიდო.
რაც შეეხება ზაზა ქოქოლაძეს, იგი ამბობს რომ 12 მარტის დილის 5 საათზე ბათუმში, აქციაზე, ახლობლების მხარდასაჭერად ჩამოვიდა. მისივე განცხადებით 10 თანასოფლელი სკოლის ავტომანქანის მძღოლმა ჩამოიყვანა, რომელიც დაიქირავეს.
იგი მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 250 ლარით დააჯარიმა