მთელი ის ინფორმაცია, რასაც გიორგი მამალაძე გვაწვდის, არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს და თავი დააღწიოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას“, - აცხადებს ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროკურორი.
ჯარჯი წიკლაურის თქმით, სახელმწიფო ბრალდების მიერ დასმულ მნიშვნელოვან შეკითხვებს დეკანოზმა პასუხი ვერ გასცა. მისივე განცხადებით, გიორგი მამალაძის მიერ მიცემული ჩვენება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება.
კითხვაზე, რა ფორმით ფიგურირებს საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ სოსო ოხანაშვილს ამ დროისთვის მოწმის სტატუსი აქვს. ის ერთხელ უკვე დაიკითხა.