ბათუმში, ფიროსმანისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში აფეთქების შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სავარაუდოდ, კომერციულ ფართში წყლის გამათბობელი 12 მარტს, 5 საათსა და 20 წუთზე აფეთქდა. ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.