ბათუმის საზღვაო აკადემიას პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სტუმრობდა. შეხვედრისას ირაკლი შარაბიძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა საზღვაო აკადემიასა და პოლონეთის საზღვაო სასწავლებლებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საელჩოს წარმომადგენლები აკადემიაში სასწავლო პროცესს გაეცნენ და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.