დაშავებულების მდგომარეობა 01.00 საათისთვის თავის ტრამვებითა და ჭრილობებით ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 6 პაციენტი გადაიყვანეს. მათ შორის სამი მოქალაქე და სამი პოლიციელია. ცენტრის უფროსის, მინდია კახიძის განცხადებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევები არ ყოფილა. სასწრაფოში ყველა გამოძახება ბოლო ერთი საათის განმავლობაში დაფიქსირდა.