მენინგოკოკური ინფექციით გარდაცვალების ფაქტი

10 მარტი 2017, 20:00 803 ნახვა

4 წლის ბავშვი, რომელიც მენინგოკოკური ინფექციით ბათუმიდან დედაქალაქში იყო გადაყვანილი დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაციას ბათუმის “დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში” ადასტურებენ. პედიატრის ინფორმაციით, რომელმაც ბავშვი 8 მარტს მიიღო მოზარდის მდგომარეობა რთული იყო. ხატია დოლიძე განმარტავს, რომ პაციენტი ცენტრში ორჯერ მიიყვანეს. პირველ შემთხვევაში, ექიმის თქმით 4 წლის ბავშვს მენინგოკოქცემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა, რის გამოც იგი სტაციონარში არ მოათავსეს. საავადმყოფოს დატოვებიდან 5 საათში კი მოზარდი კვლავ კლინიკაში მოხვდა- ექიმის თქმით უკვე გამოხატული ჩვენებით. ხატია დოლიძე ამბობს, რომ მოზარდი სტაბილური მდგომარეობით, თუმცა მენინგოკოქცემიის კლინიკური ნიშნებით კატასტროფის ბრიგადამ სასწარაფოდ თბილისში გადაიყვანა. სადაც დღეს დილით გარდაიცვალა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი