მენინგოკოკური ინფექციით ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. 4 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმიდან თბილისში იყო გადაყვანილი დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს. მანამადე მოზარდი მკურნალობას ბათუმში „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში“ გადიოდა.