აქცია მახუნცეთში

17 აპრილი 2016, 00:00 4558 ნახვა

დაბა მახუნცეთის მოსახლეობა ჩანჩქერის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივ მცხოვრებს ზურაბ ხაბაძეს ეკუთვნის და ეკონომიკის სამინისტრომ ნაკვეთი უკანონოდ გაყიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოებს უკრაინელი ინვესტორის მიერ დაფუძნებული ფირმა შპს "ნივ ედელვეისი" აწარმოებს, კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაოები დღეს შეაჩერეს. მერაბ დიასამიძის განმარტებით, მშენებლობა ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკების შემდეგ განახლდება. ეკონომიკის სამინისტროში დღეს სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ, ხოლო პირად საუბარში განმარტავენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება იყო და გასულ წელს იგი 20 ათას 450 დოლარად, პირობებიანი აუქციონით გაიყიდა. ტერიტორიაზე ოთხ სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს, სამუშაოებისათვის მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში