“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქედის გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ვაჟა ბოლქვაძეს კითხვები შპს “ქედის წყალკანალისთვის” მაღალი გამავლობის მანქანის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით აქვს, მისი მტკიცებით სატენდერო დოკუმენტაცია კონკრეტულ პიროვნებაზე იყო მორგებული. გარდა ამისა, ზუსტად იგივე, მუშა მდგომარეობაში მყოფი, ოაზის ტიპის ავტომანქანა გამგეობას ეზოში უმოქმედოდ ყავს გაჩერებული. ქედის გამგებელმა ბრალდებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ ჩამოწერილი ოაზის ტიპის ავტომანქანა 1988 წელსაა გამოშვებული და გამოუსადეგარია.