მმართველ გუნდში ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ შენიშნვებს იზიარებენ.

08 მარტი 2017, 20:00 922 ნახვა

ეს იყო მორიგი მუქარა პრეზიდენტის მისამართით – ასე აფასებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას. პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა. გიორგი აბაშიშვილს დეტალურად არ უსაუბრია განცხადების შინაარსზე. 
 
   პარლამენტის თავჯდომარისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მორიგ დაპირისპირებაზე განცხადებები გაკეთდა საკანონდმებლო ორგანოში.  მმართველ გუნდში  ირაკლი კობახიძის  მიერ გამოთქმულ შენიშნვებს იზიარებენ. უმცირესობა კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა,  საკუთარ ხალხთან შეხვედრის და მათთვის კონსტიტუციაში შესული ცვლილებების შესახებ იფორმაციის მიწოდების.
 
   ამ  თემაზე მესამე სექტორშიც გაკეთდა კომენტარები.  ხვალ შეხვედრას  არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრებიან. მესამე სექტორისთვის  გაუგებარია, თუ რატომ აკრიტიკებს ირაკლი კობახიძე  პრეზიდენტის ადმინისტრაციას და  მიიჩნევენ, რომ მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში შესული ცვლილებების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია სწორედ პრეზიდენტმა უნდა მიაწოდოს.  
 
    შეგახსენებთ, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი  საზოგადოების სხვადასხვა წრისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. გიორგი მარგველაშვილმა მათ, „კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვისა“ და შესაბამისი „კამპანიის“ შესახებ თავისი ხედვა  უნდა გააცნოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი