საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

08 მარტი 2017, 20:00 903 ნახვა

საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. განსახილველი საკითხები უცნობია. სავარაუდოდ, სხდომაზე ბრალდებული დაკანოზის გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ. 
   წმიდა სინოდის სხდომა გეგმის მიხედვით, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში. მღვდელთმთავრები ეკლესიისთვის პრობლემურ საკითხებს განიხილავენ. შარშან სინოდი 4-ჯერ შეიკრიბა. ბოლო სხდომა გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა. დრევანდელი სხდომა რიგგარეშეა.
    დეკანოზი გიორგი მამალაძე სამართალდამცველებმა 10 თებერვალს, თბილისის აეროპორტში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი